ფეხბურთი

13:42 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიონში” კიკნაძე ლოლაძემ შეცვალა

გიორგი კიკნაძემ საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

მისი წასვლის შემდეგ, ქვემოქართლელთა თავკაცის მოვალეობას დროებით გიორგი ლოლაძე შეასრულებს, რომელიც აქამდე კიკნაძის ასისტენტი იყო. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” ბოლნისელთა პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილმა აცნობა:

“იქიდან გამომდინარე, რომ გუნდში ფინანსური პრობლემები იყო და შედეგიც არ ჰქონდა, გიორგი კიკნაძემ წასვლა გადაწყვიტა. კლუბის ხელმძღვანელობა მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. გადაწყდა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას გიორგი ლოლაძე შეასრულებს. “სიონის” გენერალური დირექტორის ლადო ბურდულის განცხადებით, გუნდში ნორმალური სამუშაო სიტუაციაა და ფეხბურთელები “ზესტაფონთან” სათასო მატჩისთვის ემზადებიან”.

თავის დროზე, ლოლაძე თბილისის “თბილისში” მარჯვენა მცველად თამაშობდა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კურსები გაიარა და A ლიცენზია აიღო.

 

0.131681