სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:28 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” უნგრულ მტკ-სთან 0:2 წააგო

ბოლნისის “სიონმა” თურქეთში 0:2 წააგო ბუდაპეშტის მტკ-სთან, რომელიც მდიდარი ისტორიის მქონე კლუბია, თუმცა მიმდინარე სეზონში მე-15 (ბოლოსწინა) ადგილზეა ქვეყნის ჩემპიონატში.

ლადო ბურდულის გუნდმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა – მე-7 წუთზე პოლოსკეიმ გაიტანა, 26-ეზე კი, ჩიკიმ. ქართველებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს და საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს.

“სიონი” დღეს ისევ უნგრულ კლუბს შეხვდება: “დიორს”. 12 თებერვალს კი უკრაინის “სევასტოპოლს” ეთამაშებიან.  რა თქმა უნდა, სხვადასხვა შემადგენლობებით.

თეგები“სიონი”
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117236