თურქეთში შეკრებაზე მყოფი ბოლნისის “სიონი” პირველ ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის პრემიერლიგის პავლოდარის “ირტიშთან” 1:4 დამარცხდა. ამის შესახებ ყაზახური ინტერნეტგამოცემა sports.kz-ი იუწყება.
“მსოფლიო სპორტი” შეეცადა “სიონის” შემადგენლობა და ქართველებიდან ერთადერთი გოლის ავტორი დაედგინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯემალ ჭიპაშვილი, რომელიც აქამდე ბოლნისელთა პრესატაშე იყო და შესაბამის ინფორმაციასაც ოპერატიულად გასცემდა, კლუბიდან დაუთხოვიათ. ახალი პრეატაშის ვინაობა კი უცნობია. საერთოდ, ნებისმიერი კლუბის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ მზადებისა თუ სხვა საკითხების შესახებ, ცნობა მედიას დროულად მიაწოდოს.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს “სიონი” 10 თებერვალს უნგრეთის მტკ-სთან ჩაატარებს.