ბოლნისის “სიონი” ამხანაგურ მატჩს სომხურ კლუბთან ჩაატარებს.
სომხური ინტერნეტპორტალის armsport.am-ის ინფორმაციით, ერევნის “მიკა” თბილისს ესტუმრება და 13 ივნისს “სიონს” დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. განვლილ სეზონში “მიკამ” სომხეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და “სიონის” მსგავსად ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. შეგახსენებთ, რომ “სიონი” საქართველოს ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზე გავიდა.