შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.გვაოცებს “სიონი,” წინა ტურში ბოლნისელებმა მრისხანე “დინამო” დაამარცხეს თბილისში, დღეს კი მეორე ლიდერს – “ზესტაფონს” 2:1 მოუგეს ალეკო გოგობერიშვილის დუბლით და ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მათ. საინტერესოა, რომ ეს “სიონის”ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ჩემპიონატში.
26 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო “ჩიხურამ,” ლანჩხუთელები კი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდნენ.
“დინამომ” რუსთავში “მეტალურგს” სძლია და “ზესტაფონს” ისევ 9 ქულით გაუსწრო. ჩისკომ ჩემპიონატში მე-14 ბურთი გაიტანა და მეგოლეთა დავაში ტატანაშვილს გაუთანაბრდა.
“დილა” კი აშკარად ქვეყნის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება.
ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი)3:0 (2:0)
გოლი: 1:0 გაბედავა (28), 2:0 ჭელიძე (39), 3:0 კვასხვაძე (84)
სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი2:1 (1:1)
გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (33), 1:1 გეწაძე (38), 2:1 გოგობერიშვილი (76 პენალტით)
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი)0:2 (0:1)
გოლი: 0:1 ჩისკო (18), 0:2 პაპუნაშვილი (89)
1 | დინამო (თბ) | 27 | 18 | 4 | 5 | 58:19 | 58 |
2 | ზესტაფონი | 27 | 15 | 4 | 8 | 36:19 | 49 |
3 | სიონი | 27 | 14 | 6 | 7 | 36:26 | 48 |
4 | ჩიხურა | 27 | 12 | 6 | 9 | 46:40 | 42 |
5 | მეტალურგი | 27 | 11 | 6 | 10 | 31:32 | 39 |
6 | გურია | 27 | 11 | 0 | 16 | 27:41 | 33 |
სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მეტრეველი (51), 2:0 შონია (82)
ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 5:1 (2:1)
გოლები: 1:0 კვერნაძე (14), 2:0 მარკოზაშვილი (33), 2:1 გეგეჭკორი (40), 3:1 ლექვთაძე (51), 4:1 კვერნაძე (77), 5:1 მარკოზაშვილი (82)
ზუგდიდი - დილა (გორი)2:1 (2:1)
გოლი: 1:0 კირკიტაძე (11), 2:0 სამუშია (25 პენალტით), 2:1 ლომიძე (40)
1 | ვიტ ჯორჯია | 27 | 10 | 6 | 11 | 33:35 | 36 |
2 | ტორპედო | 27 | 10 | 6 | 11 | 31:38 | 36 |
3 | დილა | 27 | 9 | 8 | 10 | 36:31 | 35 |
4 | სპარტაკი | 27 | 9 | 4 | 14 | 27:34 | 31 |
5 | ზუგდიდი | 27 | 7 | 6 | 14 | 18:36 | 27 |
6 | მერანი | 27 | 6 | 4 | 17 | 21:49 | 22 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”),ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), ვილი ისიანი (“გურია”),
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)
6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;