იტალიელმა სპეციალისტმა სიმონე პიანჯიანიმ თურქული საკალათბურთო გუნდის “ფენერბაჰჩე-ულქერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. წასვლის ოფიციალურ მიზეზად პიანჯიანის პირადი პრობლემები სახელდება – იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
გასულ კვირას “ფენერბაჰჩემ” ევროლიგის ტოპ 16-ის მერვე ტურის მატჩში საკუთარ დარბაზში 39 ქულიანი სხვაობით წააგო “ბარსელონასთან”. ეს მარცხი უკვე მეექვსე გამოდგა ევროლიგის მეორე ეტაპზე თურქული გუნდისთვის და ისინი შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსღა ინარჩუნებენ.
“ვამაყობ იმ შედეგებით, რაც გუნდთან ერთად მივაღწიე და დიდი მადლობა “ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობას, რომ ასეთი კარგი გუნდის შემადგენელი ნაწილი გახლდით ამდენი ხნის განმავლობაში”- განაცხადა პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა.
დროებით პიანჟიანის ადგილს მისივე თანაშემწე ერტუგრულ ერდოგანი დაიკავებს.