ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა სიმონე პეპემ ოპერაცია გაიკეთა. “ბებერი სინიორას” ოფიციალური საიტის ცნობით, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.
მოგეხსენებათ, იტალიელს მარცხენა ბარძაყის პრობლემები ჰქონდა და საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა ამიტომ მოუწია. გადაწყვეტილია, რომ პეპეს ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ნახევარმცველი ვარჯიშებს ზაფხულიდან განაახლებს და ახალი სეზონისთვის მზად იქნება.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, პეპემ მოედანზე მხოლოდ 22 წუთი გაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არის, ბასილაშვილმა მოიგო, წარმატებები შემდეგ შეხვედრებში. ძალიან, ძალიან გამიხარდა.