ფეხბურთი

14:35 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონემ ბანეგა მოითხოვა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაც დიეგო სიმეონეს “ვალენსიას” შუახაზელის – ევერ ბანეგას გადაბირება სურს. მადრიდული პრესის ცნობით, თუკი ტრანსფერი იანვარში არ შედგება, არგენტინელი სპეციალისტი თავისი თანამემამულის საკითხს ზაფხულში მიუბრუნდება.

საგულისხმოა, რომ ბანეგას “ატლეტიკოში” ნათამაშები აქვს. 2008-2009 წლების სეზონში, არგენტინელი მადრიდულ კლუბში იჯარით თამაშობდა, შემდეგ კი, “ვალენსიას” დაუბრუნდა.

ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ბანეგამ 18 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

 

0.114322