ფეხბურთი

21:47 | 30.07.2014 | ნანახია 1362 - ჯერ

სიმეონე: "ხავიერ ერნანდესი? ყველაფერი შესაძლებელია"

 

მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს აქებს და აღნიშნავს, რომ შეიძლება, მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი "ატლეტიკოში" შედგეს.

"კლუბის დირექტორს ვუთხარი, როგორი ტიპის ფეხბურთელები მჭირდებოდა. შეირჩნენ მოთამაშეები და შემდეგ მოლაპარაკებების ფაზაც დაიწყო. ხავიერ ერნანდესი? ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, მექსიკელი ფეხბურთელი არცერთი გუნდისთვის იქნება ზედმეტი," - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, ერნანდესი (ჩიჩარიტო), მადრიდის "ატლეტიკოს" სამიზნე გახდა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში მექსიკელი კიდევ ერთ ახალწვეულ მარიო მანჯუკიჩს თავდასხმის ხაზში შეუერთდება.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:40 | 01.08.2014
gionat (2245)

ისე კი არის დრო წამოვიდეს მანჩესტერიდან

09:17 | 31.07.2014
alejandro (44439)

ძალიან საინტერესოა...

22:22 | 30.07.2014
Pharrell (1884)

არ მინდა ჩიჩა შენი წასვლა,მაგრამ მანიუში სკამზე უნდა იჯდე.ატლეტიკოში ყველაზე მეტად გამიხარდები

22:05 | 30.07.2014
BEERTRANCE (97819)

ნეტა მართლა?

21:55 | 30.07.2014
ჩიჩარიტო (18039)

თუ გადასვლაა აქ გადავიდეს. ინტერს ატლეტიკო კი მირჩევნია

11:35 | 31.07.2014
დიტო (14812)

ინტერის გარდა ყველგან გადადი

0.12826