ფეხბურთი

11:20 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “წინ კიდევ 90 წუთია”

 

 “რეალთან” კოპა დელ რეის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (0:3), “ატლეტიკოს” თავკაცმა დიეგო სიმეონემ მადრიდული დერბის შესახებ კომენტარი გააკეთა. არგენტინელ სპეციალისტს ფინალში გასვლის იმედი ჯერ არ დაუკარგავს.

“გვაქვს თუ არა ფინალში თამაშის შანსი? წინ კიდევ 90 წუთია და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. “რეალის” ფეხბურთელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და გამარჯვებას ვულოცავ. სამწუხაროდ, ჩვენ ყველაფერი სათანადოდ არ გამოგვდიოდა. ვცდილობდით, მეტოქის კართან ხიფათი შეგვექმნა, მაგრამ ჩვენი დღე აშკკარად არ იყო.

ამას დაემატა ისიც, რომ ორი ბურთი ჩვენს კარში გავიტანეთ. ამ მომენტების გარდა, “რეალი” არცთუ ხშირად გვაწუხებდა, ასე რომ, 3:0 მათთვის ბრწყინვალე ანგარიშია”, - განაცხადა სიმეონემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

0.117077