ფეხბურთი

18:55 | 8.01.2014 | ნანახია 979 - ჯერ

სიმეონე: “ვალენსიას” კარგი პერსპექტივები აქვს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, “ვალენსიასთან” გამართული სათასო შეხვედრის შემდეგ, მეტოქე გუნდს აქებს და აცხადებს, რომ “ღამურებს” კარგი მომავალი აქვთ.

“ვალენსიამ” შეტევაში დიდი დრო გაატარა და არაერთი პრობლემა შეგვიქმნა. თუმცა, ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო და კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. ახლა, 1/4-ფინალში გასვლის შანსები თანაბარია.

ანგარიშის გახსნის შემდეგ, ცოტათი მოვეშვით და მეტოქეს რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მივეცით, მაგრამ კურტუა, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე თამაშობდა.

მოხარული ვარ, რომ ყველა ტურნირზე მაღალ დონეზე ვთამაშობთ. რაც შეეხება “ვალენსიას”, ამ გუნდს კარგი პერსპექტივები აქვს.” – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხუან ანტონიო პიცი დაინიშნა, “ღამურებმა” ჯერ “ლევანტეს” 2:0 სძლიეს, შემდეგ კი, ესპანეთის თასზე, “ატლეტიკოსთან” 1:1 ითამაშეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:36 | 08.01.2014
Babajuju (2597)

ოცნებას კაცი არ მოუკლავს

21:14 | 08.01.2014
valeri8848 (2622)

ბარსას ლანდი დასდევს უკან ვალენსია ერთ ადგილზე არ ეკიდა

19:06 | 08.01.2014
ugo_valencia (789)

იმ სინგაპურელმა იყიდოს და პერსპექტივა მერე ნახე შეენნ )

21:17 | 08.01.2014
NGoLo KaNte (36472)

+1

0.118973