ფეხბურთი

17:20 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე ტორესის ტრანსფერის წინააღმდეგი არაა

 

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გუნდში ფერნანდო ტორესის შესაძლო დაბრუნების შესახებ კონკრეტული კომენტარის გაკეთებას ერიდება, მაგრამ ის ტრანსფერს არც გამორიცხავს.

“დავიწყოთ იმით, რომ ამჟამად, ტორესი სხვა გუნდში თამაშობს და სანამ სეზონი არ დასრულდება, ამ საკითხის განხილვას აზრი არ აქვს.

ფერნანდო იცნობს “ატლეტიკოს” ისტორიას. მან იცის, რას ნიშნავს იცავდე ამ გუნდის ღირსებას. ხოლო თავად ფეხბურთელის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის. გარდა ამისა, ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით 2003-05 წლებში. კარგად ვიცი, გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვან ფეხბურთელად შეიძლება ის იქცეს.” – ციტირებს დიეგო სიმეონეს სიტყვებს Gოალ-ი.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია. მადრიდელთა პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 243 თამაშში მან 91 გოლი გაიტანა.

0.110058