მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მის გუნდსა და კატალონიის “ბარსელონას” ესპნეთის პრიმერა დივიზიონში ჩემპიონობის თანაბარი შანსები აქვთ.
“მალაგასთან” ფრე არასასიამოვნო შედეგია. მით უფრო, რომ ჩვენს კედლებში ვთამაშობდით. ფეხბურთელებმა მოედანზე ბოლომდე იბრძოლეს. სადღეისოდ, “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შანსები თანაბარია. კვირას, “ატლეტიკოსთვის” ისტორიული მატჩი იქნება. “მალაგაზე” განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. რთული სეზონის დასკვნით მატჩში გამარჯვება არცთუ იოლია და შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ფეხბურთს 20 წელიწადი ვთამაშობდი და ვიცი, რასაც ვამბობ”, - განუცხადა სიმეონემ ესპანურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ ტურში, “ბარსელონა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.