მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მადრიდულ დერბიში, "რეალი" "ატლეტიკოზე" უკეთესად წამოაჩენს თავს.
"რეალი" ჩვენზე უკეთესია, მაგრამ ჩვენც ფანტასტიკური შემადგენლობა გვაქვს. მომავალ მატჩში 110%-ით დავიხარჯებით. თანაქალაქელებს ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. რთულია მათთან თამაში, რადგან ბურთზე კონტროლს დააწესებენ", _ განაცხადა პრესკონფერენციაზე სიმეონემ.
მადრიდის "ატლეტიკოს", პრიმერაში 100%-იანი შედეგი აქვს, ხოლო "რეალი" თანაქალაქელებს ორი ქულით ჩამორჩება.
მადრიდული დერბი დღეს გვიან საღამოს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
გიორგი ბალახაძე