მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ პრიმერადივიზიონის 34-ე ტურში “ელჩესთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდმა წარმატება სწრაფად უნდა დაივიწყოს, რათა მთელი ყურადღება მომავალ შეხვედრაზე გადაიტანოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას მადრიდელები ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ სამშაბათს გამართავენ.
“ფეხბურთელები საქმეს თავს მშვენივრად ართმევენ. ეს “ელჩესთან” თამაშშიც გამოჩნდა. მიზნისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ჯერ მთავარი ბრძოლები გადასატანი გვაქვს. ეს შედეგი სწრაფად უნდა დავივიწყოთ და ძალებიც სწრაფადვე აღვიდგინოთ. ყოველ შემდგომ მატჩს მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ. შეცდომის უფლება არ გვაქვს. წინ კი “ჩელსისთან” მატჩია” – განაცხადა სიმეონემ.