ფეხბურთი

10:24 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “ფორტუნა მეტოქის მხარეს იყო”

 

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ოლიმპიაკოსთან” სტუმრად წაგების (2:3) შემდეგ განაცხადა, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ხელსაყრელი მომენტების გამოუყენებლობა იყო.

“ვიცოდით, რომ საბერძნეთში ძალიან რთული მატჩი გველოდა და ასეც მოხდა. “ოლიმპიაკოსს” ჩვენთან და “იუვენტუსთან” ერთად ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა შეუძლია. თამაში კარგად დავიწყეთ. პირველ ტაიმში გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მეტოქე უკეთ უტევდა. ფორტუნაც მასპინძელთა მხარეს იყო. ჩვენ კი არაერთი ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით” – უთხრა სიმეონემ ჟურნალისტებს.

 

ვასილ მშვილდაძე

0.113159