ფეხბურთი

15:44 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე დაღლილობაზე ალაპარაკდა

უკანასკნელ პერიოდში, მადრიდის “ატლეტიკო” წარუმატებლად ასპარეზობს, რის მიზეზადაც გუნდის თავკაცი დიეგო სიმეონე დაღლილობას ასახელებს.

“ჩვენს სათამაშო ფორმას ცუდს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ხანდახან, ასეთი პერიოდები დგება. 3-დან 2 მარცხი ძალზე ძლიერ მეტოქეებთან ვიწვნიეთ. არ ვღელავ, რადგან 8 დღის წინათ, პრიმერას სათავეში ვედექით. მეტი როტაციის საშუალება რომ გვქონოდა, გადაღლილობას თავს ავარიდებდით და უკეთესი შედეგი გვექნებოდა”, - განუცხადა სიმეონემ ესპანურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ ტურში, “ატლეტიკო” “ალმერიასთან” 0:2 დამარცხდა.

 

0.121212