ფეხბურთი

15:34 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე “ატლეტიკოსგან” მეტს ელის

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სომეონე, “სელტასთან” ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის გამო უკმაყოფილო იყო. არგენტინელის თქმით, “ატლეტიკოს” შარშანდელი ძალა არ დაუკარგავს, თუმცა გარკვეული პრობლემები არსებობს, რომლებიც გამოსასწორებელია.

“განსხვავებული გოლები გავუშვით. პირველის მსგავსი ძალზე იშვიათად გადის, ხოლო მეორე ბურთი პენალტიდან მივიღეთ. საჭიროა, რომ დაცვაში ძველებურად ვითამაშოთ და მეტოქეს ნაკლები შანსი შევაქმნევინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება.

დღეს “ატლეტიკო” მომეწონა, მაგრამ მეტს ველი. ჩვენ მუდმივი ზეწოლა გვქონდა “სელტას” კართან და ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ამის გამოყენება ვერ შევძელით, მეტოქე კი, ძალიან საშიში იყო კონტრშეტევებზე და ჭკვიანურად იცავდა თავს. მთლიანობაში, ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დისკვალიფიცირებულმა არგენტინელმა.  

“ატლეტიკოს” 4 თამაშში 8 ქულა აქვს მოპოვებული.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.117941