ფეხბურთი

17:20 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სილვამ "სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ, "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას "ქალაქელების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"მანჩესტერ სიტი" ჩემი მეორე სახლი გახდა. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ და რატომ უნდა დავტოვო კლუბი, როდესაც ტიტულების მოგებას განვაგრძობთ? ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრ მივაღწიეთ", - განაცხადა სილვამ.

28 წლის ფეხბურთელი დავიდ სილვა "სიტის" 2010 წელს "ვალენსიიდან" შეუერთდა. ოთხი სეზონის განმავლობაში ესპანელმა 184 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და 64 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.116486