ფეხბურთი

19:46 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სილვა პსჟ-სთან გაახანგრძლივებს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ს ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტიაგუ სილვა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, 2017 წლამდე მოქმედ კონტრაქტს მხარეები ერთი წლით გაახანგრძლივებენ. ახალი კონტრაქტით, სილვას წლიური ხელფასი 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმება 20 აგვისტოსთვის იგეგმება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიაგუ სილვას შეძენა “ბარსელონას” სურდა. პარიზელები ბრაზილიელის გაშვებას გამორიცხავდნენ, ხოლო კატალონიელთა სათავეში ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ, სილვას ტრანსფერზე ხელი “ბარსამაც” აიღო.

 

0.110983