როგორც იცით, უეფამ წლეულს დანერგა ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, იდენტური გუნდების ახალგაზრდული გუნდების ჩემპიონთა ლიგის ჩატარების სისტემა. ფორმატიც იგივეა და მონაწილე გუნდებიც. სტამბულში "გალათასარაისა" და მადრიდის'"რეალის" მატჩი 1:1 დასრულდა. ქართველთათვის კი ეს მატჩი იმითაა აღსანიშნავი, რომ ლაშა სილაგავამ იმსაჯა.
ცნობისთვის, "რეალის" შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი ითამაშა ენცო ზიდანმა – ლეგენდარული ზინედინ ზიდანის 18 წლის შვილმა.