ფეხბურთი

21:41 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიგურდსონს “ტოტენჰემიდან” წასვლა არ სურს

 

ზაფხულში ინგლისური “ტოტენჰემის” ნახევარმცველი, გილფი სიგურდსონი სხვა კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო. შადლის, ლამელასა და ერიკსენის “დეზების” რიგებში მისვლა თითქოს ნიშნავდა, რომ “უაით ჰარტ ლეინზე” ისლანდიელის ადგილი აღარ იქნებოდა. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ კონკურენციის არ ეშინია და ძირითადში მოხვედრისთვის ბრძოლას გააგრძელებს. “ტოტენჰემის” დატოვება არ მინდა, აქ თავს კარგად ვგრძნობ და არც კონკურენცია მაშინებს. პირიქით, მეტ მოტივაციას მძენს,” – განაცხადა სიგურდსონმა. შეგახსენებთ, რომ ახლად დაწყებულ პრემიერლიგაში მან “ნორვიჩთან” 2 გოლი უკვე გაიტანა.

 

0.112572