ფეხბურთი

20:24 | 10.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

Sigmalive: პატრიკ ვუო რამდენიმე საათში თბილისის “დინამოში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

 

 

კვიპროსულმა გამოცემა Sigmalive-მ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოტდივუარელმა ფორვარდმა პატრიკ ვუომ ლიმასოლის აელ-ი დატოვა და რამდენიმე საათში თბილისის “დინამოში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ასევე აღნიშნულია, რომ აელ-ის სპორტულმა დირექტორმა რუი ჟუნიორმა ახალი ფორვარდის დამატებაზე ზრუნვა დაიწყო.

პატრიკ ვუოზე “მსოფლიოს სპორტმა” გუშინ დაწერა, თუმცა შეგახსენებთ: 26 წლისაა, საკმაოდ სხარტი და სწრაფი, გასული სეზონის 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შარშან ზაფხულს აელ-მა ბელგრადის “პარტიზანი” გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპიდან (1:0, 1:0). კვიპროსული კლუბიდან, შინ გამარჯვების გოლი სწორედ ვუომ გაიტანა. მანამდე, II ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის "ლინფილდთანაც" მიითვალა ერთი გოლი.   

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067369
სარეკლამო ადგილი - 99
X x X