ფეხბურთი

17:13 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიდნეიმ” დელ პიერო ვერ დაითანხმა

39 წლის იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო “სიდნეის” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. ევროპული სააგენტოების ცნობით, მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ვერ მოილაპარაკეს. ავსტრალიელები ფეხბურთელს იგივე ხელფასზე დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს დელ პიერო თამაშს. შეგახსენებთ, ერთი თვის წინ მან საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც ჩამოაგდო სიტყვა. ასე რომ, გამორიცხული არაა, წერტილი სწორედ “სიდნეიში” დასვას.

ალესანდრო დელ პიერო ავსტრალიაში 2012-2013 წლების სეზონში გადავიდა. მას შემდეგ ადგილობრივ ჩემპიონატში 43 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

0.11967