დღეიდან სლოვენია სრულიად ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცევა, მისი დედაქალაქი ლუბლიანა კი “ბებერ კონტინენტს” მთავარი საკალათბურთო მოვლენის - ევრობასკეტ 2013-ის დაწყებას მიულოცავს. დღევანდელი სანახაობა მხოლოდ ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალით შემოიფარგლება და მაყურებელს ძირითადად, სასიამოვნო ემოციებს განაცდევინებს. 4 სექტემბრიდან კი ნამდვილი სანახაობა იწყება და იმედია, მომავალი მატჩები ქართველი ქომაგისთვის ნერვიულობის გარდა სიამოვნების მომმგვრელიც იქნება.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2013-ის პირველ მატჩს, 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:30-ზე პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული ნაკრები უკვე დაბინავდა ქალაქ ცელიესთან ახლომდებარე კურორტ ლაშკოში და გუშინ საღამოს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
საქართველო C ჯგუფში პოლონეთის, ხორვატიის, ესპანეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის ეროვნულ გუნდებთან გაარკვევს ურთიერთობას.
A ჯგუფი
1. უკრაინა
2. დიდი ბრიტანეთი
3. საფრანგეთი
4. გერმანია
5. ისრაელი
6. ბელგია
პირველი ტური: ისრაელი - დიდი ბრიტანეთი (16:30); ბელგია - უკრაინა (19:45); საფრანგეთი - გერმანია (23:00)
B ჯგუფი
1. ბოსნია
2. ლიტვა
3. მაკედონია
4. ჩერნოგორია
5. სერბეთი
6. ლატვია
პირველი ტური: ლატვია - ბოსნია (16:30); მაკედონია - ჩერნოგორია (19:45); სერბეთი - ლიტვა (23:00)
C ჯგუფი
1. პოლონეთი
2. სლოვენია
3. ესპანეთი
4. ხორვატია
5. ჩეხეთი
6. საქართველო
პირველი ტური: საქართველო - პოლონეთი (16:30); ესპანეთი - ხორვატია (19:45); ჩეხეთი - სლოვენია (23:00)
D ჯგუფი
1. ფინეთი
2. საბერძნეთი
3. რუსეთი
4. იტალია
5. შვედეთი
6. თურქეთი
პირველი ტური: თურქეთი - ფინეთი (16:30); შვედეთი - საბერძნეთი (19:45); რუსეთი - იტალია (23:00)
გიორგი ბალახაძე