ჭიდაობა

23:18 | 30.06.2013 | ნანახია 3770 - ჯერ

შვიდივე სამეული შეივსო

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დიღმის ძიუდოს აკადემიაში შიდა კონკურენციის ლიდერები გამოავლინეს. 29-30 ივნისს ჩატარებულ “საქართველოს თასზე” საქართველოს ნაკრების ახალი კანდიდატები გამოიკვეთნენ, რომელთაგანაც საუკეთესოები სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს მედლები 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

60 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მთავარი ფავორიტი, ბორჯომელი რევაზ ლაშხი ავიდა. ნაკრების გამოცდილი წევრი ჩემპიონი ისე გახდა, არათუ პერიოდი, ქულაც არ დაუკარგავს. ფინალის გზაზე აჭარის გუნდის წევრები რამაზ სურმანიძე (7:0) და მურად მიქელაძე (9:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტი გამარჯვება კი მარტყოფელ თორნიკე თურქიშვილთან (8:0) სულ რაღაც ერთ წუთში მოიპოვა.

74 კილოგრამში ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატებად მანუჩარ ცხადაია და ზურაბ დათუნაშვილი ითვლებოდნენ, მაგრამ ისე მოხდა, ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. ცხადაიამ ოქრო-ვერცხლის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა, გარდაბნელ თორნიკე ძამაშვილთან წაგებით (0:3 0:2) და მალე ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა, რადგან ძამაშვილი ფინალამდე ვერ მივიდა.

დათუნაშვილი მიზანთან შედარებით ახლოს მივიდა – ძირითად ბადეში ნახევარფინალში გავიდა, მეგობართან, ილია გულბათაშვილთან (2:0 0:4) დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ადიგენელ გოგა აფრიამაშვილთან წაიფორხილა (0:2 0:5) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

კვარცხლბეკზე ავიდა ზურაბ დათუნაშვილის ძმა გიორგი, რომელმაც ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ ამ რანგის ტურნირზე პირველად იჭიდავა. შეგახსენებთ, მკაცრი სანქცია მას ქართველ მსაჯთან ფიზიკურად დაპირისპირების გამო დააკისრეს. გიორგიმ დღეს შთამბეჭდავად იჭიდავა, მაგრამ უმალ ოქრო-ვერცხლით დაბრუნებაში ხელი გარდაბნელმა უშანგი ჩიტიაშვილმა (0:0 0:2) შეუშალა, ვისთანაც ნახევარფინალში დამარცხდა. ფინალში ჩიტაშვილს გულბათაშვილმა მოუგო.

გადამწყვეტ შეხვედრამდე გულბათაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: აჭარელი დავით ჩიტაძე (3:0 5:0), ოზურგეთელი გური ბაბილოძე (7:0), ადიგენელი გოგა აფრიამაშვილი (2:0 3:2) და ზურაბ დათუნაშვილი. ბოლოს კი ჩიტიაშვილს უქულოდ ჩამთავრებული პირველი სამწუთეულის შემდეგ 8 ქულა აუღო.

96 კილოგრამში საქართველოს ნაკრების წევრ სოსო ჯაბიძის  არყოფნაში (ჯაბიძემ გუშინ 120 კილოგრამში მოსინჯა ძალა), ყველას რუსთაველმა ვასილ იმერლიშვილმა აჯობა. ფინალამდე ის ქუთაისელი გიორგი ღვინიაშვილის (2:2 4:0), თბილისელი სანდრო დიხამინჯიასა (0:0 2:0) და წყალტუბოელი მიხეილ ქაჯაიას (0:0 3:0) ძლევით მივიდა. ჩემპიონი კი მიხეილ ქაჯაიას ძმის – ირაკლის დამარცხებით (2:0 2:0) გახდა.

ნატურნირევს “მსოფლიო სპორტისთვის” “საქართველოს თასი” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა შეაჯამა.

“საკმაოდ კარგი შეჯიბრება გამოვიდა. ახალ წესებს ალღო ყველამ ერთნაირად ვერ აუღო და ეს მათ ჭიდაობასაც დაეტყო. ჩემპიონ-პრიზიორები ძირითადი კანდიდატები გახდნენ, თუმცა იყო მოულოდნელი შედეგებიც, რომლებმაც ნაკრების შემადგენლობაში მოსალოდნელი ცვლილებები გარდაუვალი გახადეს. ნაკრების რამდენიმე გამოცდილი წევრი სამეულს მიღმა დარჩა, რაც პირველყოვლისა მათივე ბრალია. შეიძლება, ზოგიერთმა ნაადრევად ირწმუნა შიდა კონკურენციაში თავისი ლიდერობა და დაისაჯა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომლისთვისაც ნაკრების კანდიდატებს ოთხ მოსამზადებელ შეკრებას გავატარებთ. აქედან ერთს ბაკურიანში, სამს – ბორჯომში. ამასთან, ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოვალთ – 3-4 აგვისტოს, პოლონეთში. ნაკრების მთავარი კანდიდატები “საქართველოს თასის” ჩემპიონები არიან, მაგრამ საბოლოოდ გარანტირებული მაინც არ აქვთ ადგილი. შანსი ვერცხლის პრიზიორებსაც რჩებათ” – განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

29 ივნისი

 

55 კგ

1 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)

2 გიზო მელაძე (აჭარა)

3 გიორგი ლომინაძე (ოზურგეთი)

3 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)

 

66 კგ

1 საჩინო დავითაია (თბილისი)

2 მარად აბულაძე (აჭარა)

3 უჩა შავაძე (აჭარა)

3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

 

84 კგ

1 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)

2 რევაზ ნადარეიშვილი (ოზურგეთი)

3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)

3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)

 

120 კგ

1 გურამ არაბული (მცხეთა)

2 ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი)

3 სამუკა დარჩია (ოზურგეთი)

3 იოსებ ჯაბიძე (ბაღდადი)

 

30 ივნისი

 

60 კგ

1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)

2 თორნიკე თურქიშვილი (მარტყოფი)

3 ირაკლი ჭოჭუა (თბილისი)

3 რამაზ სურმანიძე (აჭარა)

 

74 კგ

1 ილია გულბათაშვილი (თბილისი)

2 უშანგი ჩიტიაშვილი (გარდაბანი)

3 გიორგი დათუნაშვილი (თბილისი)

3 გიორგი აფრიამაშვილი (ადიგენი)

 

96 კგ

1 ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)

2 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)

3 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)

3 ბექა როყვა (ოზურგეთი)

 

 


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:05 | 02.07.2013
pecei (334)

შავაძემ სუფთად წააგო უკრაინელთან და ვერცხლი აიღო,გაბოძემ და კირცხალიამ მოიგეს მესამე ადგილისთვის შეხვედრები,ჭითავამ წააგო,ასე რომ დღეს 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გვაქვს

19:28 | 02.07.2013
pecei (334)

ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატზე ორი სიტყვა მაინც დაწერე ადმინ!... ირაკლი შავაძეა (50) ფინალშია და უკრაინელ ევგენი უდინსკის დაუპირისპირდება,ხვიჩა ჭითავა (60), ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალია (96) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებენ...ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20.00 საათიდან დაიწყება. შედეგების და ბადეების ლინკიstripslashes((strlen('http://www.heracles.vanev.com/index.php')>0?' http://www.heracles.vanev.com/index.php':' http://www.heracles.vanev.com/index.php'))
პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციას ლინკი
0?'>http://www.wrestlingskopje2013.com/index.php?liveStream=1':'>http://www.wrestlingskopje2013.com/index.php?liveStream=1'))

20:23 | 02.07.2013
toshihiko (1309)

pecei
უყურებ შენ?ამ ლინკს ვერ ვხსნი

21:28 | 02.07.2013
pecei (334)

თავისით გაიხსნება როცა დაიწყება...ჩემთან გაიხსნა უკვე,მაგრამ ჯერ არ გამოსულან...

17:38 | 02.07.2013
giorgi-j (322)

უშანგი ჩიტიაშვილი-გენადი გოგიშვილი 1/4 ფინალი - 74 კგ საქართველოს თასი
0?'>http://www.youtube.com/watch?v=8EoNaUTIys4':'>http://www.youtube.com/watch?v=8EoNaUTIys4'))

უშანგი ჩიტიაშვილი-გიორგი დათუნაშვილი ნახევარფინალი - 74 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=pp-X8_guJIg':'>http://www.youtube.com/watch?v=pp-X8_guJIg'))

ზურაბ დათუნაშვილი-ილია გულბათაშვილი ნახევარფინალი - 74 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=9JCaBQOO32s':'>http://www.youtube.com/watch?v=9JCaBQOO32s'))

ილია გულბათაშვილი-უშანგი ჩიტიაშვილი ფინალი - 74 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=mvP_omJ7Qew':'>http://www.youtube.com/watch?v=mvP_omJ7Qew'))

ვასილ იმერლიშვილი-მიხეილ ქაჯაია ნახევარფინალი - 96 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=g0ncuQ-PmqA':'>http://www.youtube.com/watch?v=g0ncuQ-PmqA'))

ვასილ იმერლიშვილი-ირაკლი ქაჯაია ფინალი - 96 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=s4nnrf6EoKo':'>http://www.youtube.com/watch?v=s4nnrf6EoKo'))

რევაზ ლაშხი-მიქელაძე ნახევარფინალი - 60 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=Z3bQVgTCHUk':'>http://www.youtube.com/watch?v=Z3bQVgTCHUk'))

რევაზ ლაშხი-თორნიკე თურქიშვილი ფინალი - 60 კგ
0?'>http://www.youtube.com/watch?v=-8TbkfHt3JM':'>http://www.youtube.com/watch?v=-8TbkfHt3JM'))

14:42 | 02.07.2013
lagashi (6738)

აჭარას რატომ უწერთ? თუ რეგიონის დასახელება აუცილებელია მაშინ გარდაბნელზე რატომ არ წერთ ქვემო ქართლელს ან ოზურგეთელზე გურულს?

12:22 | 01.07.2013
giorgi-j (322)

ბაჩანა ფუტკარაძე-გიზო მელაძე ფინალი - 55 კგ საქართველოს თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2013
0?'>http://www.youtube.com/watch?v=i0fR9-S75Q4':'>http://www.youtube.com/watch?v=i0fR9-S75Q4'))

საჩინო დავითაია-მარად აბულაძე ფინალი - 66 კგ საქართველოს თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2013
0?'>http://www.youtube.com/watch?v=NI4uu2JxsuQ':'>http://www.youtube.com/watch?v=NI4uu2JxsuQ'))

ლევან არაბული-ვლადიმერ ქარჩავა ფინალი - 120 კგ საქართველოს თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2013
0?'>http://www.youtube.com/watch?v=WfY12CHYzGo':'>http://www.youtube.com/watch?v=WfY12CHYzGo'))

01:55 | 01.07.2013
TheGreatDanton (540)

კონფედერაციის თასის ფინალის ლაივია:stripslashes((strlen('http://cup.ge/845--.html')>0?' http://cup.ge/845--.html':' http://cup.ge/845--.html'))

23:45 | 30.06.2013
easport (33)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

23:45 | 30.06.2013
giorgi-j (322)

გიორგი ცირეკიძე-რევაზ ნადარეიშვილი ფინალი - 84 კგ საქართველოს თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2013
0?'>http://www.youtube.com/watch?v=6hvCdiqzaas':'>http://www.youtube.com/watch?v=6hvCdiqzaas'))

23:31 | 30.06.2013
intereli1 (2480)

74 ში სერიოზული ცვლილებებია...

0.152329