სხვა

22:14 | 28.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

შვიდიდან ოთხი მერვედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გრძელდება ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი კრივში, რომელშიც 105 ქვეყნის 532 გოგო-ბიჭი (17-18 წწ.), მათ შორის 7 ქართველი სპორტსმენიც ჩაება.
48 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გოგატიშვილმა პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი ჩრდილოკორეელ სონს 11:2 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც, დღეს, ძალებს ბელორუს კირილენკასთან მოსინჯავს.
მერვედფინალშია გასული ავთანდილ ჭუბაბრიაც (51 კგ.), რომელმაც იაპონელ აოკის 10:5 მოუგო, ხოლო თურქმენი იუმაიევი 6:3 დაამარცხა. 29 აპრილს ქართველი მოკრივის მორიგი მეტოქე რუსი ვეტკინი იქნება.
ბრძოლას აგრძელებს ნიკოლოზ სეხნიაშვილიც (69 კგ.). მან ინდოელ ტაპას 5:2 მოუგო, შემდეგ კი ლატვიელი ვერსოცკისიც იოლად დაჯაბნა – 7:0. დღეს, მერვედფინალში ქართველი მოკრივე გერმანელ რადოვანს დაუპირისპირდება.
ორი რაუნდის დაძლევა შეძლო ზურა მექერიშვილმაც (64 კგ.), რომელმაც ირლანდიელ ფორდესთან სადებიუტო შერკინება 3:3 დაასრულა, თუმცა, რადგანაც ბოლო შედეგიანი დარტყმა ჩვენებურის გახლდათ, გამარჯვებაც მას დარჩა. მე-2 წრეში ზურამ შოტლანდიელი გრეი გაცილებით იოლად – 12:4 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. დღეს, მექერიშვილი კოლუმბიელ სანჩესს დაუპირისპირდება.
კიდევ სამმა ქართველმა მოკრივემ ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა: ალეკო ჭადაშვილმა (57 კგ.) პირველივე წრეში ფრანგ მაჰესთან 1:7 წააგო, ლევან კაჟაშვილი ხორვატ გრბავაცთან 6:7 დამარცხდა, ხოლო ზაზა სტურკი (81 კგ.) თურქ აკსინთან საბრძოლველად არ გასულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098408