სტატიები

14:44 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ბიატლონელი ულე-ეინარ ბიორნდალენის ცხოვრებისეული თეზისები

ულე-ეინარ ბიორნდალენმა, 40 წლის ტიტულოვანმა ნორვეგიელმა ბიატლონელმა, საკუთარი ცხოვრებისეული თეზისები ინტერნეტჟურნალ esquire-ს გაუზიარა.

არ არსებობს იმაზე არასტაბილური რამ, როგორიც პირველადგილოსნობაა.

საკუთარ თავზე ბევრს ვერ გეტყვით. მე ნორვეგიელი ვარ, გლეხის ოჯახიდან, სადაც ცხრა ძროხასთან ერთად ხუთი ბავშვი ვიყავით და სადაც ხშირად პირუტყვს ჩვენზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ.

გული მწყდება იმაზე,  რომ  ჩემს შესახებ ბევრი რამ არ იციa. მაგალითად მე  თავისუფლად დავრბივარ გაჭიმულ ბაგირზე, ბავშვობაში თხილამურებზე კი არა, სპორტულ ფოტოგრაფობაზე ვოცნებობდი და აპარატიც კი შევიძინე.

პატარაობიდანვე მიმაჩვიეს პუნქტუალობას, ამიტომ საშინლად ვნერვიულობ თუ სადმე ხუთი წუთით მაინც ვაგვიანებ.

არ მიყვარს, როცა ფინიშზე მეოთხე ვარ.

ბევრს მიაჩნია, რომ გამარჯვებებისთვის დიეტა აუცილებელია. მე ყველაფერს გეახლებით, ერთხელ შეჯიბრების წინ ორი პაკეტ ჩიპსებს ქილა კოკა-კოლა მივაყოლე და ფინიშზე მაინც პირველი ვიყავი.

არ ვფიქრობ, რომ ალკოჰოლი ბოროტებაა. მთავარია ზომიერება. მე, მაგალითად, 12 წლისამ გადავწყვიტე, რომ სასმელს არ გავეკარებოდი. ამის გამო დღესასწაულებზე  ხშირად მიწევს მძღოლის მოვალეობის შესრულება.

ბიატლონში რბოლას ადამიანი იგებს, მაგრამ სპორტული ინვენტარიც გასათვალისწინებელია. საკუთარ იარაღს ბოლო ჭანჭიკამდე უნდა იცნობდე. შუაღამისას რომ გაგაღვიძონ და ხელში შაშხანის რომელიმე დეტალი მოგაჩეჩონ დაუფიქრებლად უნდა უპასუხო რა დანიშნულება აქვს.

მტვერსასრუტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. სადაც არ უნდა წავიდე ის ყოველთვის თან დამაქვს. მე ხომ წლიწადის 200 დღე სახლში არ ვარ და მთელი ეს დრო ვიღაცის სისუფთავის სტანდარტებზე უნდა ვიყო დამოკიდებული. სატუმროებში თითქოს სუფთა ხალიჩებია დაფენილი, ამ დროს ისინი სავსეა ბაქტერიებით. სხვათა შორის, მტვერსასრუტით მოგზაურობა ჩემი იდეა არ არის, ეს გუდში უფროსი კოლეგებისგან გადმოვიღე.

ჩვენ სფეროში საკმაოდ ბევრი ხალხია, რომელთაც სხვადასხვა სისულელის ლაპარაკი ახასიათებთ.

მანდილოსნებთან  მიმართებაში  ბიატლონისტები ბევრად არ განვსხვავდებით სხვებისგან, მოგვწონს მათი გაბრწყინებული მზერა და ლამაზი უკანალი..

არ შეიძლება წარუმატებლობის მიზეზი თოვლს დააბრალო.

ჩემი ცხოვრების ყველაზე სარისკო მომენტი,  უნაგირზე გატარებული საათებია. ალბათ სასაცილოა, მაგრამ დღესაც ვერ წამომიდგენია როგორ უნდა ვმართო ცხენი.

მე არ მაქვს ავადმყოფობის უფლება, ამიტომ ვერიდები ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევას. ნორვეგიაში ეს ადვილია, მაგრამ სხვა ქვეყნებში ყველა ცდილობს თავისი თათი შემოგაჩეჩოს.

ეცადეთ იმუშაოთ თქვენზე ძლიერებთან, მხოლოდ ასე შეძლებთ განვითარებას და წინსვლას

ამ ქვეყნად სამი რამაა, რის გარეშეც ადვილად შემიძლია ვიცხოვრო: ალკოჰოლი, ფუფუნება და რძის პროდუქტები.

მე იტალიაში ვამჯობინებ ცხოვრებას, მომწონს აქაური მთები, ბუნება და სამზარეულო.მაგრამ ნორვეგიელი ვარ და ნორვეგიელები მიყვარს. ისინი არ არიან ევროპელებივით პრაგმატულები და ფუფუნებისკენ არ მიილტვიან. ამ ქვეყანაში არ ანსხვავებენ მდიდრებს ღარიბებისგან. აქ ცნობადობა პრობლემებს არ გიქმნის, ხალხი დელიკატურია და არავინ მოგაბეზრებს თავს ავტოგრაფის ან ფოტოს გადაღების თხოვნით. ევროპაში სხვანაირადაა, ამას წინათ შუა ზაფხულში ერთი გამომეკიდა თხილამურებით, ავტოგრაფი წამიწერეო.

ტყვიას პატივი უნდა სცე.

 

0.157778