ჩოგბურთი

19:04 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარული ფინალი მონტე კარლოში

 როჯერ ფედერერმა დღეს მონტე კარლოში კარიერის განმავლობაში “მასტერზ1000”-ის 50-ე ნახევარფინალური მატჩი ჩაატარა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის 7:5, 6:2 დამარცხებით ფინალში გავიდა. ფედერერი მეოთხედ ითამაშებს მონტე კარლოს საჩოგბურთო შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში. 2006, 2007 და 2008 წლებში სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა რაფა ნადალთან წააგო, ამჯერად კი დასკვნითი მატჩის ჩატარება თანამემამულე და წყვილთა შორის პარტნიორ სტანისლას ვავრინკასთან მოუწევს.

როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის პირად შეხვედრებს რაც შეეხება, წინ შვეიცარიელია - 18:16.

“მასტერზ1000”-ზე ჩატარებულ 50 ნახევარფინალს რაც შეეხება, ფედერერმა 36 მათგანში იმარჯვა, 21 შემთხვევაში კი ტურნირის გამარჯვებული გამოვიდა. ამ მაჩვენებლით როჯერი მხოლოდ რაფა ნადალსა და ივან ლენდლს ჩამორჩება. მალიორკელმა “მასტერზ1000”-ზე 26-ჯერ იმარჯვა, ჩეხმა კი 22-ჯერ.

მონტე კარლოს ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, მან დღევანდელი ნახევარფინალი მარჯვენა ხელის მტკივნეული მაჯით ჩაატარა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ექიმები მოგვიანებით გამოიტანენ დასკვნას.

0.113959