სხვა

13:42 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის საელჩო სოჭით დაინტერესდა

სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე თვეზე ნაკლები რჩება. საქართველოს დელეგაცია სოჭში ორ ნაწილად 4 და 6 თებერვალს გაემგზავრება.

როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში ერთ-ერთ შუამავლის როლს შვეიცარია თამაშობს.

ამიტომაც, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჩვენს ქვეყანაში შვეიცარიის ელჩის მოადგილე ფლორიან გულბერი სტუმრობდა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სოჭში, ოლიმპიურ სოფელში ქართული გუნდის მისიის ხელმძღვანელს მამუკა ხაბარელს შეხვდა.

სტუმარი დაინტერესდა თუ რამდენი სპორტსმენით წარვსდგებით ოლიმპიურ თამაშებზე, რა მოლოდინი გვაქვს, როდის გაემგზავრება გუნდი და ზოგადად ორგანიზაციული საკითხებით.

www.geonoc.org.ge

თეგებისოჭი 2014
0.119817