ფეხბურთი

18:34 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელები ნაკრებში პეტკოვიჩს ეპატიჟებიან

რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი შესაძლოა სათავეში შვეიცარიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იუწყება.

ამჟამად, შვეიცარიელებს ოტმარ ჰიტცფელდი წვრთნის, რომელმაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, მაგრამ განაცხადა, რომ ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის შემდეგ ნაკრებს დატოვებს.

შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ დრო რომ არ დაეკარგა, მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა სია ჩამოწერა, რომელსაც სათავეში ბოსნიელი სპეციალისტი უდგას.

პეტკოვიჩის გარდა, ჩამონათვალში გერმანელი იურგენ კლინსმანი, იტალიელი რობერტო დი მატეო და შვეიცარიელი პიერლუიჯი ტამი ფიგურირებენ.

სხვათა შორის, პეტკოვიჩისთვის შვეიცარია უცხო ქვეყანა არაა, რადგან მას ადგილობრივი კლუბები “ბელინცონა”, “ლუგანო”, “იანგ ბოიზი” და “სიონი” გაუწვრთნია.

0.1274