ჩოგბურთი

15:12 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია იტალიას ჟენევაში მიიღებს

 დევისის თასის წლევანდელი გათამაშება გადამწყვეტ ეტაპზეა მისული. ნახევარფინალში ერთმანეთს შვეიცარიისა და იტალიის, ჩეხეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ნახევარფინალური პაექრობა ჟენევაში, სპორტკომპლექს Palexpo-ში ჩატარდება.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალში, როჯერ ფედერერისა და სტანისლას ვავრინკას შემადგენლობით, შვეიცარიელებმა დიდი ბრძოლის შემდეგ მოუგეს ყაზახებს (3:2), დევისის თასის მოქმედი ჩემპიონი კი ჩეხეთის ეროვნული გუნდი გახლავთ. ფრანგებისა და ჩეხების დაპირისპირებაში მასპინძლები „სამფეროვნები“ იქნებიან. მატჩის ჩატარების ქალაქი და არენა მოგვიანებით დადგინდება.

ორივე ნახევარფინალური პაექრობა 12-14 სექტემბერს გაიმართება.

0.118402