ფეხბურთი

18:30 | 16.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

შვაინშტაიგერი: “სჯობდა 2:0 მოგვეგო”

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, შვედეთში 5:3 მოგებული თამაშის შემდეგ, დაფიქსირებული ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა.

“ყოველთვის საინტერესოა, როცა ბევრი გოლი გაგაქვს, მაგრამ პირველ ტაიმს შემიძლია უცნაური ვუწოდო. 5:3 საუკეთესო ანგარიში არაა. უკეთესი იქნებოდა, თუ 2:0 მოვიგებდით. საერთო ჯამში, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩავატარეთ.” – ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიას, შვედეთთან გამართულ მატჩამდე, ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066285
სარეკლამო ადგილი - 99
X x X