მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე განაახლებს. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
გერმანელი ბურთთან ერთად, ინდივიდუალური პროგრამით უკვე ვარჯიშობს და ტკივილსაც აღარ გრძნობს. მიუნხენელთა შუახაზელი კარში დარტყმებსა და პასებზე მუშაობდა. ექიმები შვაინშტაიგერის მოედანზე დაბრუნებას “ჰამბურგთან” სათასო მატჩში ელიან.
შეგახსენებთ, რომ კოჭის ტრავმის გამო, შვაინშტაიგერმა ოპერაცია გაიკეთა და “ბაიერნს” ვერ ეხმარება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბასტი ფანტასტი
DD
ყველანი მწყობრში დგებიან რაც ფეხბურთელებში მოტივაციას გაზრდის პეპს თავსატეხს გაუჩენს ეს გუნდს უნდა წაადგეს გადამწყვეტ ფაზაში ყველანი ჯამრთელად უნდა გვყავდეს
მიდი ლომო გელოდებით მალე დაბრუნდი