ფეხბურთი

14:55 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი “ბარსელონასთან” ითამაშებს

 

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ტრავმა მოიშუშა და კატალონიის “ბარსელონასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩისთვის მზადაა. ამის შესახებ “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტი იუწყება.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ტერფის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ უკანასკნელ ვარჯიშებზე, თანაგუნდელებთან ერთად სრულად დაიტვირთა და ტკივილი არ უგრძვნია. მუხლქვეშა მყესის ტკივილს უჩივის ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, მაგრამ იგი კატალონიელთა წინააღმდეგ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ისედაც ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ-ბარსელონური დაპირისპირება 23 აპრილს ჩატარდება.

0.110136