ჩოგბურთი

15:53 | 28.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

შუტლერი პენსიაზე გასვლას არ აპირებს

გერმანელი ჩოგბურთელი რაინერ შუტლერი კარიერის დასრულებას არ აპირებს. შუტლერი, რომელსაც გაისად 34 წელი უსრულდება, პროფესიულ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი სპორტსმენია, თუმცა, პენსიაზე გასვლას არ გეგმავს.
“კენიაში გატარებული პერიოდის შემდეგ თავს ჩინებულად ვგრძნობ და არც მოტივაცია მაკლია. რადგანაც ჩოგბურთი ძველებურად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ერთ-ორ წელს კიდევ ვითამაშებ და ჯილდოების მოგებასაც ვეცდები”, - განაცხადა შუტლერმა.
რაინერის პროფესიული კარიერა 1995 წელს დაიწყო, მის აქტივში კი ოთხი ტიტულია. დიდი სლემის ტურნირებზე გერმანელის საუკეთესო შედეგი 2003 წლის ავსტრალიის ღია პირველობას უკავშირდება, სადაც იგი ამერიკელ ანდრე აგასისთან დამარცხდა.
2004 წელს შუტლერმა ნიკოლას კიფერთან ერთად ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიგო, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში კი საუკეთესო მაჩვენებელი – მე-5 ადგილი 2004 წლის აპრილში ეკავა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094776