ფეხბურთი

10:21 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შუსტერი: “მინდა, რომ მესიმ ითამაშოს”

“მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ პრიმერადივიზიონის მეორე ტურში, თავისი გუნდისა და “ბარსელონას” მატჩში მინდორზე ლიონელ მესის ხილვა სურს. შეხვედრა დღეს, “მალაგას” მოედანზე გაიმართება.

“მე იმ სპეციალისტთა შორის ვარ, ვისაც მოედანზე ვარსკვლავების ხილვა არ აღიზიანებთ. რა თქმა უნდა, მირჩევნია მესიმ ითამაშოს. ჩვენი ამოცანა კი ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ბრძოლაა” – განაცხადა შუსტერმა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის ფეხის ტრავმა აწუხებს და წინასწარი ინფორმაციით, მისი დღევანდელ მატჩში მონაწილეობა საეჭვოა. 

 

0.109917