საქართველოს ჭაბუკ წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს, ტურნირი ორი მარცხით გახსნა.
ევროპის 16 საუკეთესო გუნდში გასულმა რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა პირველი შეხვედრა მასპინძელ გერმანიასთან ჩაატარეს და საკმაო წინააღმდეგობაც გაუწიეს, მეორე მატჩში კი თურქეთს სათანადოდ ვერ დაუდგნენ და 2:11 განადგურდნენ.
D ჯგუფში მოასპარეზე ქართველი წყლაბურთელები ბოლო შეხვედრას ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიასთან გამართავენ და დიდი ალბათობით, მომავალ მატჩშიც მარცხი ელით, თუმცა, მათ მიმართ სასაყვედურო მაინც ნაკლები უნდა გვქონდეს. იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში ქართულ წყალბურთს ჰქონდა, ახალგაზრდული ნაკრების ფინალშიც გასვლაც კი მოულოდნელი შედეგი გახლდათ.
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ჭაბუკთა შორის. შტუტგარტი (გერმანია). D ჯგუფი
1-ლი ტური
ხორვატია – თურქეთი 15:7 (2:2, 4:1, 6:2, 3:2)
გერმანია – საქართველო 11:7 (6:1, 2:1, 1:1, 2:4)
მე-2 ტური
საქართველო – თურქეთი 2:11 (0:3, 1:4, 0:3, 1:1)
ხორვატია – გერმანია 17:5 (3:1, 1:1, 7:1, 6:2)
სატურნირო მდგომარეობა
1. ხორვატია 2 2 0 0 32:12 6
2. თურქეთი 2 1 0 1 18:17 3
3. გერმანია 2 1 0 1 16:24 3
4. საქართველო 2 0 0 2 9:22 0
10 აგვისტო, მე-3 ტური
ხორვატია – საქართველო
გერმანია – თურქეთი







