შტუტგარტის MercedesCup-ის საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახდა. მან ფინალში ჩეხ ლუკაშ როსოლს 6:3, 4:6, 6:2 მოუგო. გადამწყვეტ მატჩში ჩოგბურთელებმა კორტზე საათი და 44 წუთი გაატარეს.
რეიტინგსიის 23-ე ნომერმა, 26 წლის რობერტომ ფინალში 3 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში როსოლს პირველივე დაპირისპირება მოუგო. შტუტგარტში მთავარი პრიზის მოპოვებამ ბაუტისტა-აგუტს 77315 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა შესძინა.
ბაუტისტა-აგუტმა ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო. პირველად ესპანელმა წლეულს ჰერტოგენბოსხის შეჯიბრებაზე იმარჯვა.
შტუტგარტის ტურნირის საპრიზო ფონდი 426506 ევროა.