ფეხბურთი

17:40 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შტუტგარტმა” შნაიდერს ბოლო შანსი მისცა

 

“შტუტგარტის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მთავარ მწვრთნელ ტომას შნაიდერის გაშვება არ იჩქაროს და სპეციალისტს ბოლო შანსი მისცეს.

“ბრაუნშვაიგის “აინტრახტთან” მატჩში გუნდს მინდორზე შნაიდერი გაიყვანს” – დაწერა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრას “შტუტგარტი” 8 მარტს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და თუ მოიგებს, შნაიდერი თანამდებობას შეინარჩუნებს.

23 ტურის შემდეგ, ტომას შნაიდერის გუნდს 19 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.  

0.113932