ახალი სეზონიდან, გერმანული “ჰანოვერის” უკანახაზელი კონსტანტინ რაუში “შტუტგარტის” ღირსებას დაიცავს. შტუტგარტელთა ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა გერმანელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა.
“შესანიშნავია, რომ არაერთი ვარიანტის მიუხედავად, რაუშმა არჩევანი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა. მას ჩვენი პერსპექტივები დაწვრილებით ავუხსენით. ამ ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში თავი უკვე დაიმკვიდრა და დიდ დახმარებას გაგვიწევს”, - განაცხადა “შტუტგარტის” სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლოს, რაუში თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “შტუტგარტმა” მცველი უსასყიდლოდ დაიმატა.