ფეხბურთი

23:36 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„შტუტგარტის“ განსხვავებული ტაიმები

მართალია, „შტუტგარტმა“ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა. ბრუნო ლაბადიას გაწვრთნილები არ გატყდნენ და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.

მე–17 წუთზე, პირმინ შვეგლერის ბრწყინვალე პასის შემდეგ, შტეფან აიგნერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ისღა დარჩენოდა, ბურთი ერთი შეხებით მოეთავსებინა სტუმართა კარში. ფრანკფურტელებმა მეტოქის იერიშებს პირველ ტაიმში გაუძლეს, მაგრამ მოსახდენი დასკვნით 45 წუთში მოხდა – 49–ე წუთზე, ვედად იბიშევიჩმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში და შტუტგარტელებს ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.

მატჩში წერტილი გეორგ ნიდერმაიერმა დასვა, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დაჰკრა და ტაბლოზე 1:2 დააფიქსირა.

„ბორუსია პარკზე“, „გლადბახმა“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა. ლუსიენ ფავრის გუნდმა მხოლოდ მინიმალური ანგარიში იკმარა – 36–ე წუთზე, პატრიკ ჰერმანმა ლუკ დე იონგს უპასა, ჰოლანდიელმა კი, თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და მიონხენგლადბახელებს გაამარჯვებინა – 1:0.

 

აინტრახტი. „კომერცბანკ არენა“. 50600

აინტრახტი – შტუტგარტი 1:2 (1:0)

აინტრახტი: ტრაპი, იუნგი, სამბრანო, ჩელოცი (მატმური 74), ოჩიპკა, ანდერსონი, აიგნერი (კიტელი 81), შვეგლერი, როდე (ლაკიჩი 74), ინუი, მაიერი.

მწვრთნელი: არმინ ფე

შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, ბოკა, მოლინარო, ტასკი, საკაი, იორგენსენი, ტრაორე (რიუდგიგერი 87), გენტნერი, ოკაზაკი (მაქსიმი 69), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლები: 1:0 აიგნერი (17), 1:1 იბიშევიჩი (49პ.), 1:2 ნიდერმაიერი (71)

გაფრთხილებები: მაიერი (88) – მოლინარო (38), იორგენსენი (50)

არში დარტყმა: 10 (3) – 5 (3) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 1 – 2

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 47000

გლადბახი – ჰანოვერი 1:0 (1:0)

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი (ბრაუვერსი 62), ნორდტვეიტი, დომინგესი, მარქსი, არანგო (დამსი 46), იანტშკე, იუნესი (ჰანკე 80), ჰერმანი, დე იონგი.

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, შაჰედი, პანდერი, შულცი, პოკონიოლი (შლაუდრაფი 46), ჰოფმანი, პინტუ, ია კონანი (სობეხი 81), აბდელაუიე (რაუში 65), დიუფი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 1:0 დე იონგი (36)

გაფრთხილებები: არანგო (39) – აბდელაუიე (3), დიუფი (68), პინტუ (76), შაჰედი (90), პანდერი (90)

გაძევება: პინტუ (85)

არში დარტყმა: 9 (4) – 10 (5) ჯარიმა: 7 - 7 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 6 – 4

 

ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 19, კისლინგი (ლევერკუზენი) – 16, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, მაიერი (აინტრახტი), მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი) – 12.

0.132013