“შტუტგარტის” ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა გააკეთა.
“სავსებით შესაძლებელია, ახალი ფეხბურთელის შესაძენად 6-7 მილიონი ევრო დავხარჯოთ. ამჟამად რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და იმედია სამწვრთნელო შტაბთან ერთად საუკეთესო არჩევანს გავაკეთებთ. ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განვახორციელებთ, თუ დავრწმუნდებით, რომ მოთამაშე ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს” - ციტირებს ბობიჩის სიტყვებს ერთ-ერთი გერმანული გამოცემა.