ფეხბურთი

6:28 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„შტუტგარტი“ და „აუგსბურგი“ იგებენ

შტუტგარტსა და აუგსბურგში ერთმანეთის ანალოგიური ანგარიშები დაფიქსირდა – ორივე მასპინძელმა 2:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში წინ წაიწია.

ბრუნო ლაბადიას გაწვრთნილი „შტუტგარტელები“ „გლადბახს“ დაუხვდნენ და საჭირო გამარჯვებაც მოიპოვეს. 28–ე წუთზე, მასპინძლები მიონხენგლადბახელთა შეცდომის წყალობით დაწინაურდნენ – ალვარო დომინგესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ხუთიოდ წუთში, კრისტიან გენტნერმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.

„აუგსბურგისა“ და „აინტრახტის“ მატჩის გმირი კორეელი ჩჟი დონ–ვონი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. მიუხედავად ამისა, მარკუს ვაინარცლის გუნდმა გასავარდნ ზონას თავი მაინც ვერ დააღწია და 27 ქულით, მე–16 ადგილზეა.

დონ–ვონმა თითო ტაიმში თითო ბურთი გაიტანა, რამაც მასპინძელთა გამარჯვება განაპირობა. კორეელმა აუგსბურგელები 27–ე წუთზე დააწინაურა – საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და მეკარე უძლური დატოვა. მეორე ტაიმში, მასპინძლები მატჩის სადავეებს ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდაც არ გასჭირვებიათ. იმავე დონ–ვონმა ფრანკფურტელი მცველების შეცდომის შედეგად დაწყებული იერიში დააგვირგვინა გოლით – 2:0.

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 54000

შტუტგარტი – გლადბახი 2:0 (2:0)

შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, ბოკა (იორგენსენი 85), მოლინარო, საკაი, რიუდგიგერი, ტრაორე, გენტნერი, მაქსიმი, ჰარნიკი (ოკაზაკი 72), იბიშევიჩი (მაკედა 79).

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გლადბახი: შტეგენი, ბრაუვერსი, ვენდტი, დომინგესი, ნორდვეიტი (ჯაკა 12), იანტშკე, მარქსი (მლაპა 74), არანგო, ჯიგერჯი, ჰერმანი, დე იონგი (ჰანკე 69).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 დომინგესი (28პ.), 2:0 გენტნერი (34)

კარში დარტყმა: 12 (5) – 8 (2) ჯარიმა: 14 - 9 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 3 - 6 ბურთის ფლობა: 53% -47%

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30000

აუგსბურგი – აინტრახტი 2:0 (1:0)

აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაგი, კლავანი, კალსენ–ბრაკერი, ოსტშოლეკი, ბაიერი, ვერნერი (ფოგტი 68), მორავეკი (დე იონგი 86), ჰანი, დონ–ვონი, მიოლდერსი (ერლი 79).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

აინტრახტი: ნიკოლოვი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ინუი, მაიერი (ჩელოცი 28), აიგნერი, როდე, შვეგლერი, ლაკიჩი (მატმური 46).

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლები: 1:0 დონ–ვონი (27), 2:0 დონ ვონი (55)

გაფრთხილებები: კალსენ–ბრაკერი (3), ბაიერი (25), კლავანი (39) – ჩელოცი (49)

კარში დარტყმა: 14 (6) – 7 (3) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 49% -51% 

0.122819