შვეიცარიის “ბაზელის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ვალენტინ შტოკერი კარიერას ბერლინის “ჰერტაში” გააგრძელებს.
გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა ბერლინელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. ახალ გუნდში ის 14-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ შტოკერის შეძენა “შტუტგარტსაც” უნდოდა, მაგრამ მან “ჰერტა” აირჩჩია. 2013-2014 წლების სეზონში, ნახევარმცველმა შვეიცარიის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.