ფეხბურთი

10:59 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შტეგენმა ესპანურის სწავლა დაიწყო

გერმანული “გლადბახის” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიის “ბარსელონაში” გადასაბარგებლად უკვე ემზადება. Sport.es-ის ცნობით, 21 წლის გერმანელი ესპანური ენის შესწავლას შეუდგა.

შტეგენს აქტიურად ამეცადინებენ მისი თანაგუნდელები – ხუან არანგო და ალვარო დომინგესი. ჯერჯერობით, მეკარე ტრანსფერის შესახებ არ საუბრობს, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, რომ გერმანელი “გლადბახს” ზაფხულში დაემშვიდობება.

რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონა” შტეგენში 25 მილიონ ევროს იხდის.

 

0.120025