ფეხბურთი

10:15 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შტეგენი “ბარსას” უახლოვდება

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, გერმანული “გლადბახის” ახალგაზრდა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” განაგრძობს. Bild-ის ცნობით, კლუბები შეთანხმებასთან ძალზე ახლოს არიან.

გერმანული პრესის ინფორმაციით, კატალონიელები შტეგენში 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. 21 წლის გერმანელი “ბარსელონასთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ამჟამინდელი პირველი ნომერი ვიქტორ ვალდესი “კამპ ნოუდან” აბარგებას ზაფხულში გეგმავს. ესპანელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება

 

0.11993