სხვა

17:36 | 9.10.2013 | ნანახია 949 - ჯერ

შსს-ს გუნდი კარატეში ევროპის ჩემპიონია

4-6 ოქტომბერს, ქალაქ ბურსაში, კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა კლუბებს შორის, სადაც საქართველოს 9 კლუბის 30 სპორტსმენი იბრძოდა. თურქეთის ევროპის ჩემპიოანტში 1700 სპორტსმენი ასპარეზობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი ევროპული კარატეს კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა.

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დიდი შესაძლებლობები და 6 ოქრო, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოუტანა ქვეყანას.

"შედეგებით კმაყოფილი ვარ, მინდა საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება _ ჩემპიონი ქართული კარატეს არაერთი კლუბი გახდა და მათ შორის, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შსს-ს ნაკრებმაც. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა შსს მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი სპორტსმენების თანადგომისთვის და კიდევ იმისთვის, რომ მათ ჩვენთან ერთად იასპარეზეს და ქართული კარატე სხვა რანგში ასახელეს.

ამავე დროს ბურსაში ქართული კარატეს წინსვლისთვის შეხვედრები გავმართე მასპინძელი ქალაქის მერთან სპორტსმენების გაცვლასა და დონის ამაღლებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც თბილისის სპორტის სამსახურთან, ბატონ მამუკა ქაცარავასთან შევთანხმდით და ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმდა. ასევე შევხვდი ტანზანიის სპორტის მინისტრს, რომელთანაც ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე” _ განაცხადა ბურსადან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

ბოლოს გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონებს: გუგა ივანიშვილი, გიორგი კეჩეხმაძე, კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე, გელა პავლიაშვილი, გოგიტა როდონაია.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

 

თეგებიკარატე

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.062561
949