უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ქუთაისში საკალათბურთო მატჩების სავსე ქომაგებით დარბაზში ჩატარება. მხურვალე გულშემატკივრობის ფონზე სუპერლიგის მატჩები საუცხოო სანახაობა გამოდის. ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ რიონისპირა ქალაქში კალათბურთის მოყვარულთა რაოდენობა იზრდება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფეხბურთზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფაქტობრივად უკონკურენციოდ ნომერ პირველი სპორტის სახეობა გახლდათ ქუთაისში.
საკალათბურთო კლუბ “ქუთაისის” და შსს აკადემიას დაპირისპირება საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ეს გუნდები ცოტა ხნის წინ სათასო დუელში ეპაექრნენ ერთურთს და მაშინ, ორმატჩიან დაპირისპირებაში ქუთათურებმა იმარჯვეს. მას შემდეგ ძალოვანთა გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, ტრავმა მოირჩინა სერბმა ცენტრმა ილიჩმა, ადაპტაცია გაიარა ამერიკელმა ბრაუნმა. გუნდს ბოლო დღეებში დაემატა ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია, თუმცა უკრაინიდან დაბრუნებულ სპორტსმენს ქუთაისში არ უთამაშია.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და გიგი ბარბაქაძის ზუსტი სროლების წყალობით რიონისპირელები დაწინაურდნენ, თუმცა დედაქალაქელებმა მოახერხეს მობილიზება და ბექა ჩიკვილაძის კარგი თამაში მასპინძლებს დიდი უპირატესობით გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. მართალია, დროის ამ მონაკვეთში ქუთათურებმა 7-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ პირველი მეოთხედი საბოლოოდ მაინც ფრედ 23:23 დასრულდა. მეორე მეოთხედში სტუმრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და დაწინაურებაც მოახერხეს. მათგან ჩიკვილაძის აქტიურობას ბრაუნის და ილიჩის აქტიურობაც დაემატა. ეს უკანასკნელი მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და სერბი საბოლოოდ ორმაგ დუბლსაც (15 ქულა, 15 მოხსნა) გამორჩა. ბალკანელმა რამდენიმეჯერ საშუალო მანძილიდან ისროლა ზუსტად, ხოლო საკუთარ ფარქვეშ დომინირებდა და იქ თავისუფლად შესვლის საშუალებას არავის აძლევდა. მეორე მეოთხედიდან ქუთაისელთა გუნდიდან ფაქტობრივად სამი კალათბურთელი ირჯებოდა შედეგიანდ. ფაშაევი, ცეკვავა და დვალიშვილი – მათ გარდა, ძალოვანთა წინააღმდეგ თითქმის ვერავინ გამოიჩინა თავი. ორმაგი დუბლი მასპინძელთაგან მხოლოდ დვალიშვილმა შეასრულა (15 ქულა, 12 მოხსნა). ტაიმი კი სტუმრებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს 45:44.
მესამე პერიოდი მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა აშკარად ჩააგდეს. თბილისელებმა ჩიკვილაძის და ბრაუნის შედეგიანი თამაშის წყალობით 13-ქულიან უპირატესობასაც უწიეს – 64:51. ნელნელა ქუთაისელებმა გამოასწორეს მდგომარეობა, ფაშაევის და ცეკვავას ზუსტი სროლებით. გადამწყვეტ მეოთხედს მასპინძლები 8-ქულიანი ჩამორჩენით უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ბოლო წამზე ილიჩმა ჩააგდო საკმაოდ რთული ბურთი და ტაბლოზე 58:68 დაფიქსირდა თბილისელთა სასარგებლოდ. მატჩის საეპილოგო პერიოდი მასპინძლებმა აღმაფრენით დაიწყეს და მალე მათ წინ გასვლაც მოახერხეს – 71:70. ამის შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძალოვანებს არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი შეემთხვათ, მოედნიდან მეხუთე პერსონალური ჯარიმის გამო ჩიკვილაძე და ლონდარიძე გავიდნენ. არადა, ილია ლონდარიძემ ზედიზედ სამჯერ ჩააგდო მეტად მნიშვნელოვანი ბურთი და წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. ლიდერების გარეშე დარჩენილი დედაქალაქელების გაძღოლა ბრაუნმა ითავა, რომელსაც რამდენიმეჯერ მოუწია საჯარიმო ხაზზე დადგომა, რომელთაგან იგი მხოლოდ მეორე სროლას იყენებდა. ცოტა ხანში კი მეხუთე პერსონალურის გამო მოედანი ქუთაისელთაგან დვალიშვილმაც დატოვა. სტუმართაგან კი ძალზე მნიშვნელოვანი ბურთი მერაბ ბოქოლიშვილმა ჩააგდო, რომლის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა ჩავარდა მატჩში ბრაუნის მიერ და საბოლოო ანგარიში 78:81 დაფიქსირდა შსს-ს სასარგებლოდ. ისე, მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე, როცა 78:80 იყო სტუმრების სასარგებლოდ, ქუთაისლებმა, კერძოდ კი ცეკვავამ, გათანაბრების კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ გოგამ სამქულიანიდან ცადა სროლა და მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. ბოლო წამებზე დიდიას მიეცა საკუთარი გუნდის გადარჩენის შანსი, როდესაც სამქულიანიდან ტყორცნიდა, მაგრამ არაზუსტად. დამატებაზე ლომინაშვილი ცდილობდა უშედეგოდ, ბოლოს კი გრძელიძემ სცადა სამქულიანიდან, მაგრამ ლომოურმა დააფარა და მატჩიც დასრულდა, რომელშიც შსს-მ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი) – “დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის. მადლობა ქუთაისელ ქომაგებს საუცხოო საკალათბურთო აურის შექმნისათვის. ძალზე დაძაბული მატჩი იყო, პაექრობა ქულა-ქულაზე მიდიოდა და საბოლოოდ ჩვენ ვიმარჯვეთ, რის გამოც ბუნებრივია გახარებულები ვართ”.
მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): დღეს ქუთაისი ქუთაისი არ იყო. სამწუხაროდ ჩვენი გუნდი ვერ გამოვიდა საქართველოს თასის ფინალური საგზურის მოპოვების ეიფორიიდან. დღევანდელ მატჩზე ბიჭებს არანაირი ფსიქოლოგიური მზადყოფნა და მობილიზება არ გამოუვლენიათ. მხოლოდ ბოლო 10 წუთში გამოვფხიზლდით, თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის მაყურებელი ყველანაირად გვერდში დაგვიდგა, აქტიურად ვქომაგობდა და ამ ყველაფერმა ბიჭებზეც იმოქმედა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქე 10 ქულით გვისწრებდა და ჩვენი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ქუთაისმა დღეს ყველა კომპონენტში წააგო. შსს აკადემიამ კი მთელი თამაში სტაბილურად იასპარეზა და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა. მივულოცავ აკადემიას ამ წარმატებას და ვიტყვი რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მიმდინარე სუპერლიგაში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

დასაბეჭდი ვერსია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები