კალათბურთი

21:32 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” ერთკვირიანი შეკრება გაიარა

“შსს აკადემიაში” მთავარ მწვრთნელად არჩილ ჟღენტის დანიშვნის შემდეგ, ძალოვნებმა 3-დან 2 თამაში მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ამჟამად გუნდი შეკრებაზე იმყოფება, რომელსაც 27-ში დაასრულებს.

“20 დეკემბრიდან ჩვენს ბაზაზე ერთკვირიან შეკრებას გავდივართ, რომელსაც ხვალ, 27 დეკემბერს დავასრულებთ. 28 დეკემბრიდან გუნდი საახალწლო არდადეგებზე წავა და ნაახალწლევს, 2 იანვარს გავაგრძელებთ ვარჯიშს” – გვითხრა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ “შსს აკადემიას” 8 თამაშიდან 4 მოგება აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

 

0.065829